პრესრელიზი
1 სექტემბერი, 2011
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
საკონტაქტო პირი:
სოფიო ბალავაძე
საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი
"საქართველოს ბანკი"
+995 32 444 248
+995 77 720 144
sbalavadze@bog.ge
„საქართველოს ბანკმა" ახალი სერვისცენტრი გახსნა
[Publicity.Ge]თბილისი,2011,თბილისი - თბილისი, 1 სექტემბერი, 2011 - "საქართველოს ბანკმა", საქართველოს წამყვანმა ბანკმა, დღეს განაცხადა, რომ თბილისში, წინანდლის ქ. #9-ში, `ქალაქ თბილისის პირველი საავადმყოფო-საუნივერსიტეტო კლინიკის და ნეიროქირურგიის ცენტრი"-ს შენობაში ახალი სერვისცენტრი გახსნა.
ახალი სერვისცენტრი, "საქართველოს ბანკის" თანამედროვე სტანდარტების თანახმადაა მოწყობილი და მომხმარებელს მარტივ და სწრაფ მომსახურებას სთავაზობს. სერვისცენტრში მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება მიიღოს საბანკო მომსახურების სრული სპექტრი.
"საქართველოს ბანკს" ქვეყნის მასშტაბით 143 სერვისცენტრი აქვს, რომელიც განთავსებულია მომხმარებლისთვის ყველაზე ხელსაყრელ ადგილებში. სერვისცენტრების თანამედროვე მოწყობა და აღჭურვა მომხმარებელს სთავაზობს კომფორტულ და სწრაფ მომსახურებას.